ტყიბულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გრანტით ჩაირიცხნენ
02-09-2020

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლიზი ჭელიძემ, ლოლიტა ბოჭორიშვილმა, ანი ბარბაქაძემ, ანი გამთენაძემ, ლიზი ჯანელიძემ და ტარიელ ცქიფურიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ. 

ლიზი ჭელიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. 

ლოლიტა ბოჭორიშვილი 70%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 

ანი ბარბაქაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩააბარა. 

ანი გამთენაძე სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალის ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით გააგრძელებს. 

ლიზი ჯანელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა. 

ტარიელ ცქიფურიშვილი კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტი გახდა და სწავლას 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ეკონომიკის პროგრამაზე გააგრძელებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203