ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს განახლებული ბიბლიოთეკა დახვდებათ
02-09-2020

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით შეივსო. სკოლას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჩუქრად გადასცა 6513 ლარის ღირებულების მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა.

„წიგნი  შეუცვლელი და  ყველაზე დიდი საგანძურია. განახლდა ახალი სასწავლო წელი, ახალი იმედებითა და შემართებით შევუდექით მუშაობას. ცხოვრებამ მკაცრი გამოცდა მოგვიწყო კორონავირუსის სახით, თუმცა შევძელით ერთობლივი ძალისხმევით მუშაობის წარმართვა.

„როცა ადამიანი კითხვას წყვეტს, აზროვნებასაც წყვეტს“ - წერდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დენი დიდრო. სწორედაც, დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში ისმის კითხვა წიგნი თუ კომპიუტერი? მაგრამ ვთლით, რომ წიგნი შეუცვლელია. ჩვენი სკოლა ამ მხრივ ახალ სასწავლო წელს ხვდება საუკეთესო წიგნებით შევსებული ბიბლიოთეკით. სკოლას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჩუქრად გადმოსცა 6513 ლარის ღირებულების მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას;  დაგეგმილი გვაქვს დაცული წიგნების ბაზაზე ჩავატაროთ კონკურსი IX-XI კლასებში თემაზე: „მე აქტიური მკითხველი“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203