ბანოჯის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა
02-09-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლის ახალი, სამსართულიანი შენობა აშენდება. სკოლა 100 კვმ ფართობის იქნება და თანამედროვედ მოეწყობა.

ბანოჯის საჯარო სკოლის დირექცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას და რესურსცენტრის უფროსს, მამუკა ჩხეტიანს ამისთვის მადლობას უხდის.

„2020 წლის 1 სექტემბერს სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს სასიხარულო ინფორმაცია დახვდა. საძირკველი ჩაეყარა 90-იან წლებში ჩამოშლილ და გასუფთავებულ ტერიტორიაზე სკოლის 100 კვ.მ. ფართობს, სადაც სამსართულიანი შენობა აშენდება. შენობის პირველ სართულზე განთავსდება შიდა სველი წერტილები, მეორე სართულზე - სააქტო დარბაზი, ხოლო მესამეზე კი - თანამედროვე ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.

სასკოლო საზოგადოება აღტაცებას ვერ ფარავდა და მადლობას უხდის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას და რესურსცენტრის უფროსს ბატონ მამუკა ჩხეტიანს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203