რუფოთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ
02-09-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თამთა გოგიაშვილმა, თამარ ჭანკვეტაძემ და ლალი ჭანკვეტაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ. 

თამთა გოგიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.

თამარ ჭანკვეტაძე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და სწავლას საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 70%-იანი გრანტით გააგრძელებს. .

ლალი ჭანკვეტაძემ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით ჩააბარა.

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებას და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203