„ვუსურვებთ დაეპყროთ წარმატების მწვერვალები“-აფხაზეთის N14 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
02-09-2020

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს. აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები მაღალი შედეგებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ. მასწავლებლები ულოცავენ კურსდამთავრებულებს მიღწეულ წარმატებას.

„აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ წარმატებებს ჩვენს კურსდამთავრებულებს, ვუსურვებთ დაეპყროთ წარმატების მწვერვალები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასე იქნება.

გვინდა გაგაცნოთ ჩვენი საამაყო კურსდამთავრებულები:

ნინო თაკალანძე - შპს თბილისის ღია უნივერსიტეტი, ფაკულტეტი- საერთაშორისო ურთიერთობები,

ქრისტინე ქვაჩახია - სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - ინგლისურის ფილოლოგია,

ანი მაქაცარია - შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები და

დიმიტრი შამუგია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი- სამართალი 70 % გრანტით.

გზას დაგილოცავთ წარმატებებისკენ“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203