
ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 საჯარო სკოლა ყოველთვის ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში გრანტით ჩაირიცხნენ.
„ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა ყოველთვის ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. გასული სასწავლო წელი 61-მა მოსწავლემ დაამთავრა. აქედან 10 ოქროს და 6 ვერცხლისმადალოსანია.
ჩვენმა კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზეც საუკეთესო შედეგები აჩვენეს. 50 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. 5 მოსწავლემ - 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, ოთხმა - 70% -იანი, ხოლო ათმა - 50%-იანი
სიხარულით უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ, შალვა ხიზანიშვილმა ეროვნულ გამოცდებზე ორ საგანში - ისტორიასა და ინგლისურში უმაღლესი შეფასებები მიიღო.
ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ!
ბედნიერი, წარმატებული და ნაყოფიერი სტუდენტური წლები გქონოდეთ!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.