
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ბანძის საჯარო სკოლის სრული კურსი სრული კურსი წელს 12-მა მოსწავლემ დაასრულა, აქედან ორმა დავით წოწონავამ და ქეთი გელავამ ოქროს მედლით. ცხრა კურსდამთავრებული: დათო წოწონავა (აიღო 50%-იანი გრანტი), ქეთი გელავა, ნიკოლოზ ბასილაია, ლიზი კაკულია, მარიამ გაგუა, მარიამ რურუა, ნინი კიკალიშვილი, ანანო კვაშილავა, ქეთი ვირკოვი ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
ბანძის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მათ ღირსეულ სტუდენტობას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.