
ფოთის N12 საჯარო სკოლის მაძიებელმა მასწავლებელმა - ლუკა ცომაიამ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარა. დირექცია ულოცავს ლუკას ამ წარმატებას.
„ლუკა ცომაია 2019-2020 წლიდან ირიცხება ფოთის N12 საჯარო სკოლაში მაძიებელ მასწავლებლად, ამავდროულად გადის ტრენინგებს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში.
2020 წელს ლუკამ წარმატებით ჩააბარა გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში და აიღო 10 კრედიტი. ვულოცავთ ლუკას და ფოთის N12 საჯარო სკოლას კიდევ ერთ წარმატებას“,-წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო