„სკოლა ამაყობს თქვენით“ - ტურცხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - სტეპან ავეტისიანი და მარტინ ხაჩატურიანი უნივერსიტეტში 100-იანი გრანტით ჩაირიცხნენ
02-09-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - სტეპან ავეტისიანმა და მარტინ ხაჩატურიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100-იანი გრანტით სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.

სკოლის დირექცია და ყველა თანამშრომელი მათ სტუდენტობას ულოცავს. 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექცია და ყველა თანამშრომელი მთელი გულით ვგულშემატკივრობდით ჩვენს მოსწავლეებს სტეპან ავეტისიანს და მარტინ ხაჩატურიანს მისაღებ გამოცდებზე გასვლისას და სულმოუთქმელად ველოდით შედეგებს. უკვე ცნობილი გახდა, რომ ორივე მათგანმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და მოიპოვა  100%-იანი გრანტი. მთელი გულით ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას ცხოვრებაში! სკოლა ამაყობს თქვენით და მადლობას გიხდით, რომ ასე გვასახელეთ!“,-აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203