„ჩვენს მოსწავლეებს ვუქმნით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს“-სორმონის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო პროცესის გასაახლებლად ემზადება
02-09-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ახალი სასწავლო წლის დასაწყებად აქტიურ სამზადისშია. დირექციის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე საკლასო ოთახში მიიღებს შესაბამის განათლებას, რადგან სკოლაში მოსწავლეთა დისტანციურად განთავსების საშუალება არის.

„ამ ეტაპზე სკოლა დასუფთავდა გენერალურად , სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე დაიწყება თერმოსკრინინგი, განთავდება დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები და ყველა ის საჭირო აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა covid-19-თან საბრძოლველად.  

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ჩვენი სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი და მოსწავლეთა მცირე რაოდენობის გამო გვაქვს შესაძლებლობა დაცვიცვათ დისტანცია და მოსწავლეები არ დარჩებიან საკლასო ოთახების მიღმა მათ არ მოუწევთ დისტანციურად სწავლა.

ვითვალისწინებთ სამინისტროს ყველა რეკომნდაციას და ჩვენს მოსწავლეებს ვუქმნით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203