იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის საიუბილეო გამოწვევის სტუმარია ისტორიის მასწავლებელი მანანა კაკუშაძე
02-09-2020
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ - პატარა ამბებით აცოცხლებენ.
საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის ისტორიის მასწავლებელი მანანა კაკუშაძე.
პედაგოგმა გაიხსენა, როგორ დასაქმდა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში და როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები მასწავლებლის პროფესიაში.