2020 წლის 25 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის საჯარო სკოლაში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი - „ზაფხულის კინო-სკოლა“.
„პროექტი გულისხმობდა 15 ფილმის ჩვენებას, მათ შორის 4 იყო გათვლილი ღია ჩვენება თემისთვის. მოსწავლეები გაეცვნენ შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციას კინოენის სპეციფიკის შესახებ, გადაიღეს პატარა ვიდეო-ფილმები.
პროექტს ხელმძღვანელობდა კინომცოდნე მარესკო ვარძელაშვილი.
დერცელის საჯარო სკოლა მადლობას უხდის საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, აგრეთვე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაწეული თანადგომისათვის.
მადლობას ვუხდით ქალბატონ მარესკო ვარძელაშვილს თანამშრომლობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები