აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა
01-09-2020

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა. მოსწავლეთა და დასაქმებულთა უსაფრთხოებისთვის ადმინისტრაციამ ზომები უკვე მიიღო.  მოსწავლეებს, აქტიურ მშობლებსა და მასწავლებლებს 15 სექტემბერს სიგელები დაურიგდებათ.

„სკოლა ახალ სასწავლო წელს შეხვდება გარემონტებული საკლასო ოთახებითა და მცირე სპორტული დარბაზით. სკოლაში მერხებს შორის დაცულია 1 მეტრი დისტანცია.

გვაქვს თერმომეტრი, დეზობარიერი და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები. მოსწავლეებისათვის, აქტიური მშობლებისათვის და მასწავლებლებისათვის მზად გვაქვს სიგელები, რომლებსაც გადავცემთ საზეიმო შეხვედრაზე 15 სექტემბერს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203