
გორის მუნიციპალიტეტის დიცის საჯარო სკოლის დირექტორი ელიზავეტა ხაბაზიშვილი კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას ულოცავს. სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
„ვულოცავ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, ვუსურვებ ბედნიერ, ნათელ მომავალს. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. წარმატებები გქონდეთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“,-წერია სკოლის დირექტორის, ელიზავეტა ხაბაზიშვილის მისალოც წერილში.