„გილოცავთ, ჩვენო საყვარელო ბავშვებო ამ დიდ წარმატებას!“-ოზურგეთის N2 სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში გრანტით ჩაირიცხნენ
01-09-2020

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში გრანტებით ჩაირიცხნენ. სკოლის დირექცია ამაყობს კურსდამთავრებულებით და ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას.

„ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა, დირექციის წევრები, ყოველი პედაგოგი უსაზღვროდ ბედნიერია კურსდამთავრებულთა თვალსაჩინო, ჭეშმარიტად საამაყო შედეგებით. ეროვნულმა გამოცდებმა დაადასტურა პედაგოგთა მიერ წლების განმავლობაში გაწეული შრომა, სწორად წარმართული სასწავლო პროცესი, წარმოჩნდა ერის სამსახურში მყოფი თითოეული მასწავლებლის უდავო კომპეტენცია. სიყვარულით წარმოგიდგენთ ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულებს:

ელენე გოგიბერიძე - 100 %
ელენე სალუქვაძე - 100 %
ქეთი მიქელაძე - 100 %
თაკო თავართქილაძე - 100 %
ანა მელუა - 100 %
ანა დოლიძე - 100 %
ანანო ვანიძე -100 %
დათა ვასაძე - 100 %
ანანო თევზაძე - 70 %
მარიამ ჭკუასელი - 70 %
ანანო პაიჭაძე - 70 %
მარიამ ვასაძე - 70%
თამარ ყაზაიშვილი - 50 %
მარი ჩიკაშუა - 50 %
მარიამ შაფაქიძე - 50%

გილოცავთ, ჩვენო საყვარელო ბავშვებო ამ დიდ წარმატებას! დაე, თქვენს ცხოვრებაში ულევი ყოფილიყოს მიღწევათა სიხარული!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203