
ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალოვანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ულოცავენ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩააბარებას და ბედნიერ სტუდეტობას უსურვებენ. 7 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
„სკოლა ულოცავს 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს-ლომსაძე გიოს, ლომსაძე ტატოს, ლომიძე ელისოს, შუბითიძე ალიკას, შუბითიძე ანდრიას, შუბითიძე ინგას და შუბითიძე ომარს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და უსურვებს ბედნიერ სტუდენტობას",-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.