ჭახათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ
01-09-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წელს 5-მა მოსწავლემ წარმატებით დაამთავრა.  აქედან 2 მოსწავლე იყო აბიტურიენტი. ორივე მოსწავლემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.   

ალექსანდრე ნოღაიდელი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაირიცხა, ბექა ცეცხლაძე კი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტზე.

სკოლის დირექტორი დარეჯან მახარაძე და მასწავლებლები ულოცავენ წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203