იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას პედაგოგი ლია გვილავა შეუერთდა
01-09-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ -პატარა ამბებით აცოცხლებენ.

საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია გვილავა.

„მადლობა ამ პროექტის სულისჩამდგმელებს, რომ მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენი ძირძველი სკოლის ლამაზი ისტორიის ფურცლებს,“-აღნიშნავს პედაგოგი და თავის ისტორიას გვიამბობს, სკოლაში მასწავლებლად მუშაობის პირველ დღეს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203