ხევაშენის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსნები უნივერსიტეტებში გრანტით ჩაირიცხნენ
31-08-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის ხევაშენის საჯარო სკოლის საშუალო საფეხური სამი კურსდამთავრებულიდან ორმა, თენგო ენდელაძემ და გიორგი გორგოძემ, ოქროს მედალზე დაამთავრეს. ორივე სტუდენტი გახდა.

„გიორგი გორგოძე შავი ზღვის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაირიცხა 50%-იანი გრანტით, ხოლო თენგო ენდელაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ასევე 50%-იანი გრანტით.

ხევაშენის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203