ფოთის N12 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები სპეციალური სიგელებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ
31-08-2020

ფოთის N12 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები სპეციალური სიგელებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ. წარჩინებულთა დაჯილდოება, ბოლო 25 წელია, ყოველ წელს იმართება. ცერემონიალის ბოლოს გაიმართა კონცერტი.

„უკვე 25 წელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ფოთის საზღვაო ნავსადგურის APM ტერმინალი და ნელი გეგეშიძის საქველმოქმედო ფონდი ყოველწლიურად წარჩინებულ კურსდამთავრებულებს აჯილდოებს სპეციალური სიგელებითა და ფულადი პრემიით.

ასე მოხდა წელსაც, აღნიშნულ ნომინაციაზე  წარდგენილი იყვნენ ფოთის N12 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები  ანი გიგიბერია-ნელი გეგეშიძის საქველმოქმედო ფონდი  და ირაკლი აბაკელია-ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, რომლებსაც გადაეცათ სიგელები და ფულადი პრემიები. დაჯილდოების საღამო სასიამოვნო გარემოში მოეწყო. ცერემონიალის ბოლოს გაიმართა  კონცერტი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203