ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში გავიდნენ
31-08-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ კონკურსის ნახევარფინალში გავიდნენ.

სკოლის ეკოკლუბი „დედამიწა ჩემი სახლია“ 2019-2020 სასწავლო წელს აქტიურად იყო ჩართული პროექტში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“.

„პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა არაერთი ბუნებისდაცვითი აქტივობა შეასრულეს. დაგროვილი ქულების შესაბამისად სკოლის ეკოკლუბი გადავიდა ნახევარფინალის ტურში, რომელიც ჩატარდა ქალაქ გორში. 19 აგვისტოს სკოლის ეკოკლუბის სპიკერმა წლის განმავლობაში ჩატარებული ატივობების შეჯამება გააკეთა. „დედამიწა ჩემი სახლია და ერთად ვზრუნავთ დედამიწის სისუფთავეზე“. ეს არის კლუბის ძირითადი მიზანი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203