იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლას 140 წლის იუბილეს ამაგდარი პედაგოგი ციალა ჯაფარიძე ულოცავს
31-08-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ -პატარა ამბებით აცოცხლებენ.

სკოლას 140 წლის იუბილეს ულოცავს სკოლის ამაგდარი პედაგოგი ციალა ჯაფარიძე.

„მინდა სულით და გულით მივულოცო სკოლის თითოეულ წევრს, თითოეულ თანამშრომელს სკოლის დაარსებიდან 140 წლისთავი. თუმცა მე ბედნიერება მხვდა წილად იმისა, რომ 100 წლისთავის მომსწრეც ვარ, როცა მთელმა ქალაქმა ზარ-ზეიმით აღნიშნა სკოლის დაარსებიდან 100 წელი. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა მასწავლებელს, მშობელს, მოსწავლეს. ეს სკოლა დიდი ტრადიციების მქონე გახლავთ“,-აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203