მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შვილს შეუძლია სასამართლოს მიმართოს
01-09-2020

პირველი სექტემბრიდან ბავშვებს უფლება ეძლევათ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს სასამართლოში უჩივლონ. ჩივილის მიზეზი შესაძლოა იყოს, მისი ინტერესების დარღვევა აღზრდასთან ან განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობა, მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება. აღნიშნული ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში შევიდა.

„არასრულწლოვანს აქვს მისი მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში - ცენტრალურ ორგანოს და სასამართლოს. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)“, - აღნიშნულია კოდექსში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203