ტყიბულის N2 სკოლის კურსდამთავრებულმა ლიზი ფორჩხიძემ ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში 80-დან 79,64 ქულა მიიღო
28-08-2020

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

ფორჩხიძე ლიზიმ ინგლისურში უმაღლესი ქულა - 80-დან 79,64 მიიღო. მას მაღალი ქულა აქვს ქართულშიც 70-დან 62. ასევე წარმატებით ჩააბარა გამოცდები მისმა ძმამაც - ვასილმა. მან მათემატიკაში 59-დან 54 ქულა მოიპოვა.

ამავე სკოლის კურსდამთავრებულს - გაბადაძე ნინოს ისტორიაში 60-იდან 50 ქულა აქვს, ინგლისურში 80-იდან 72. წარმატებით ჩააბარეს გამოცდები მარიამ ქურციკიძემ, მარიამ ფაშკუიძემ, ელია ბარკალაიამ და გიზო ნემსაძემ.

დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს მიღებულ შედეგებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203