ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკო ვარდიაშვილის პროექტმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
27-08-2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ეკო ვარდიაშვილის პროექტმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

„ძალიან ბედნიერი ვარ! გაეროს მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, Girl Up-ის მიერ გამოცხადებული $500 საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტად დასახელდა ჩემი იდეა „STEMinist Corner“.

სახელწოდებიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ვაპირებთ გავაკეთოთ კუთხე გოგონებისათვის, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს გოგონების ჩართულობის გაზრდა მეცნიერებებში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში.
დარჩით Akhalsopeli Girl Up Club-ის გვერდზე და თვალი ადევნეთ სიახლეებს.

დარწმუნებული ვარ, მე და Nana მასწავლებელი დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“,-წერს მოსწავლე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203