„კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ პირველები ვართ!“- ბოლნისის N1 სკოლის კურსდამთავრებულებს  დირექცია გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
27-08-2020

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სკოლის დირექცია ულოცავს მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.

„დასრულდა ეროვნული გამოცდები! ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები უკვე შეგვიძლია სტუდენტებად მოვიხსენიოთ და მივულოცოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა! შედეგებიც საკმაოდ კარგი გვაქვს! სკოლისთვის სასიამოვნო და ნამდვილად სასიხარულო ფაქტია ის, რომ ოქროსმედალოსანმა მოსწავლეებმა ჩვენი მოლოდინი გაამართლეს! ყველას ვულოცავთ კიდევ ერთხელ და ვუსურვებთ წარმატებებსა და წინსვლას!

კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ პირველები ვართ!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203