
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, წყავროკას საჯარო სკოლაში ახალი, 2020-2021 სასწავლო წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, თუმცა სწავლის დაწყებამდე სკოლა წარმატებული კურსდამთავრებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ამაყობს მისი მიღწევებით.
მიუხედავად იმისა, რომ განვლილი სასწავლო წელი უჩვეულოდ წარიმართა და ასევე უჩვეულოდ, ონლაინ-რეჟიმში დასრულდა, ჯემალ ნოღაიდელის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლას საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ლიზა ქათამაძე მშობლიურ სკოლას ოქროს მედლით ხელდამშვენებული გამოემშვიდობა და მისი შედეგებით პედაგოგიური საზოგადოებაცა და სკოლის ადმინისტრაციაც ამაყობს. ისინი წარმატებებს და წინსვლას უსურვებენ გოგონას ცხოვრების ახალ ეტაპზე.