ვახტანგისის N1 საჯარო სკოლის ხუთი კურსდამთავრებული სწავლას უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს
26-08-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ვახტანგისის N1 საჯარო სკოლას საამაყო ნამდვილად აქვს.  აზერბაიჯანული სექტორის კუსრდამთავრებულებმა - აიგულ ქამილოვამ, სურაია ომაროვამ, აქსანა აბდულაევამ, ფეიმან ომაროვმა და ილდუზა ბაირამოვმა წარმატებით დაასრულეს სკოლის საშუალო. ასევე წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და უმაღლესი სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მოსამზადებელი ერთწლიან პროგრამაზე ჩაირიცხნენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ვახტანგისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ონიანი, ასევე პედაგოგიური საზოგადოება ულოცავენ საკუთარ კურსდამთავრებლებლებს ამ წარმატებას, უსურვებენ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედოვნებენ, რომ ისინი არაერთხელ ასახელებენ მშობლიურ სკოლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203