
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში 2019-2020 წელი წარმატებით რომ დასრულდა, ამაზე საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულთა შედეგებიც მეტყველებს.
მახინჯაურის საჯარო სკოლას ოქროს მედლის შვიდი და ვერცხლის მედლის ერთი კანდიდატი ჰყავს - ელენე ახვლედიანმა, გიორგი კეკელიძემ, სულხან დოლიძემ, დაჩი მგელაძემ, ქრისტინა ღლონტმა, ელენე გორგილაძემ, მერი ზეიშვილმა, ბექა ასანიძემ საშუალო საფეხური წარმატებით დაასრულეს და სკოლის კედლებს ოქროსა თუ ვერცხლის მედლებით ხელდამშვენებულები დაემშვიდობნენ,
დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა ამაყობს საკუთარი კურსდამთავრებულების მიღწევებით და უსურვებს წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.