სპეციალური რეპორტაჟი წალენჯიხიდან
04-10-2017
28 სექტემბერს, წალენჯიხაში ინტელექტ-შეჯიბრი ''ეტალონი'' ჩატარდა.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად წალენჯიხის N4 სკოლას ესტუმრა და 2016-2017 სასწავლო წლის ''წალენჯიხის ეტალონ მოსწავლეს'' გიორგი შანავას სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის, ''ეტალონის'' ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჯვარის კულტურის სახლში ჩატარდა და მას  წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

‘’წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ჩქვალერის თემის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ქარდავა დაეუფლა. 

გიორგი ქარდავა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი წალენჯიხიდან ''ეტალონის''ღონისძიების შესახებ.



„ეტალონი“ მადლობას უხდის წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს. 

შეგახსენებთ, რომ  ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203