„შატილში და ძევრში მომხდარი ტრაგედიების გამო გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას“-ძევრის სკოლის დირექციამ ყველა დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა
26-08-2020

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია შატილში და ძევრში მომხდარი ტრაგედიების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სკოლამ ამ მოვლენების გამო კვირის ყველა დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.

„შატილში და ძევრში მომხდარი ტრაგედიების გამო გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას... სკოლის მიმდინარე კვირის ღონისძიებები გაუქმებულია...“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ძევრში კი 11 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203