
2019-2020 სასწავლო წელი მარტვილის მუნიციპალიტეტის, მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა და ამაზე მეტყველებს ის შედეგბი, რომელიც სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს.
სამმა აბიტურიენტმა ნამიკოლაოს საჯარო სკოლიდან, წარმატებით ჩააბარა ტესტირება და კიდევ ერთხელ ასახელეს მშობლიური სკოლა.
მალე ნინო თოდუა, ანანო კობახიძე და მარიამ ჯანაშია სიამაყით შეაღებენ უმაღლესი სასწავლებლების კარს, ახლა უკვე სტუდენტის სტატუსით, მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება კი ულოცავს საკუთარ კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე.