ვალის N2 საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში მიიღებს მონაწილეობას
26-08-2020

სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ვალის N2 საჯარო სკოლა გადავიდა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფინალის  რეგიონულ ღონისძიებაზე, რომელიც გორში გაიმართა.

ფინალის საგზურისთვის იბრძოდა 22 სკოლა და აქედან მხოლოდ 8 გახდა ფინალისტი, მათ შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2 და ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლა; აღნიშული სასწავლო დაწესებულებები სექტემბერში იბრძოლებენ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად და ფინალურ ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფინალისტი სკოლები მიიღებენ მონაწილეობას. 

„ქალაქ  ვალის N2 საჯარო სკოლის დირექცია ეკო-კლუბსა და კლუბის ლიდერს, ქალბატონ  ირმა ხითარიშვილს  ულოცავს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ ფინალში! ერთად ყველაფერს შევძლებთ“, - აღნიშნულია ვალის N2 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203