
ახმეტის N3 საჯარო სკოლა ახლა უკვე 2020-2021 სასწავლო წლისთვის ემზადება, თუმცა გასულ წელს სკოლას ოქროს მედლის ერთი კანდიდატი ჰყავდა - მარიამ შაშიაშვილი, იმთავითვე, სკოლის დიდი იმედი იყო და ასევე ღირსეულად დაასრულა საშუალო საფეხური.
„მარიამი გახლდათ სასკოლო ღონისძიებების ინიციატორი, კულტურულ-შემეცნებითი თუ ინტელექტუალური კუთხით, მან არაერთი სარაიონო ღონისძიება ჩაატარა და არაერთ პროექტსა თუ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, რითაც დიდი წარმატება მოუტანა, როგორც სკოლას, ასევე მუნიციპალიტეტს.
რამდენიმე დღის წინ მისი აქტიურობით, ახმეტის N3 საჯარო სკოლა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში, ნახევარფინალში გადავიდა და რჩეულ ათეულ სკოლას შორის მოხვდა.
მარიამმა ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა. ბედნიერ სტუდენტობასა და მომავალს ვუსურვებთ, გვჯერა, დააფასებს სკოლის ამაგს და მისი წარმატებით ვიამაყებთ ჩვენც“, - აღნიშნულია ახმეტის N3 საჯარო სკოლის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.