მეძიბნის საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წლისთვის აქტიურად ემზადება
26-08-2020

ქედის მუნიციპალიტეტის, მეძიბნის საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წლისთვის აქტიურად ემზადება.

როგორც Etaloni.ge-ს მეძიბნის საჯარო სკოლის დირექციამ აცნობა, ისინი მზად არიან განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს გავუკეთეთ 2 ტონიანი სალექარი და გავიყვანეთ 150 მეტრი სიგრძის საკანალიზაციო მილი. საპირფარეშოებში დავაყენეთ ჩამრეცხები.

ჩვენს სკოლაზე მიერთებულ  „აგოთის დაწყებით კლასების"  საპირფარეშოსთვის გავაკეთეთ 1 ტონიანი სალექარი, 15 მეტრი სიგრძის საკანალიზაციო მილი და ჩამრეცხი.

მომარაგებული გვაქვს სადეზინფექციო, ასევე ხელსაბანი საშუალებები. შეცვლილი იქნა მწყობრიდან გამოსული ონკანები. 

სკოლები (როგორც ძირითადი, აგრეთვე მიერთებული კლასები) უზრუნველყოფილნი არიან წყლით. დისტანციისათვის გვაქვს საკმარისი ფართი. უზრუნველყოფილნი ვართ ერთადგილიანი მერხებით“, - აღნიშნულია მეძიბნის საჯარო სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203