
გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ათეულშია.
„გასულ წელს ის უკვე გახდა ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო გეოგრაფიის მასწავლებელი. ახლა კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტებს შორისაა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მარინეს დირექცია და სხვა თანამშრომლები ულოცავენ ამ დიდ წარმატებას.