ხაიშის საჯარო სკოლას 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს
26-08-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლას წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს, რომლებმაც საშუალო საფეხური უმაღლეს ქულებზე დაასრულეს.

ლუკა ზუმაძე და ანა ნიჟარაძე ოქროს მედლის კანდიდატები არიან. ცირა ჭკადუა კი ვერცხლის მედალზეა წარდგენილი.

კურსდამთავრებულთა შორის 10-მა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.

დირექტორი ზურაბ ქანთარია და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეებს საშუალო საფეხურის დასრულებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203