ზოდის საჯარო სკოლის ზაფხულის კინოსკოლაში მოსწავლეები ყოველდღიურად კინოხელოვნების შედევრებს უყურებდნენ
26-08-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის საჯარო სკოლა რესპუბლიკის იმ 18 სკოლას შორის მოხვდა, რომელიც  ეროვნული კინოცენტრის მიერ იქნა შერჩეული. მიმდინარე წლის 27 ივლისიდან  სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ზაფხულის კინოსკოლამ და ორი კვირა გაგრძელდა.

„პროექტმა ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მასში არა მარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეები, არამედ  სოფელში სტუმრად ჩამოსული ბავშვებიც აქტიურად ჩაერთვნენ. მოსწავლეები ყოველდღიურად მსოფლიო და საქართველოს  კინოხელოვნების შედევრებს ნახულობდნენ შემდეგ კი იმართებოდა დისკუსია-ისინი მსჯელობდნენ თითოეულ  გმირზე, ქმნიდნენ ნახატებს და წერდნენ ესეს კონკრეტული ფილმიდან გამომდინარე. ბოლოს კი მოსწავლეებმა ეროვნული  კინოცენტრის წარმომადგენელთან, კოტე აბდუშელიშვილთან ერთად მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღეს.

მადლობა  საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ასეთი საინტერესო პროექტის შემოთავაზებისთვის“,-წერს სკოლის დირექტორი ნონა ყაველაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203