
მარტვილის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.
7 მოსწავლე: გიორგი ჩიხლაძე, ლიზი ცაავა, ლუკა კვესელავა, გეგა გეგეჭკორი, საბა ახალაია, მედეა წოწორია და ლიკა ჯაშია პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
შვიდივე წარჩინებულ მოსწავლეს ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპები გადაეცემათ.