
გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.
გვასალია ნიკა და ხურცია მარიამი პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან. ისინი ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
დირექტორი თინათინ ყალიჩავა და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.