
სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლე ჰყავს.
მარიამ შენგელია პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია. ის ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპით დასაჩუქრდება.
დირექტორი ლია თოფურია ულოცავს მარიამს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს.