ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების კონკურსში წარმატებით მონაწილეობდნენ
26-08-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის ხევაშენის საჯარო სკოლის VIII-X კლასების ოთხმა მოსწავლემ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ქეთევან ენდელაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის (EDAG) მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომლის სახელწოდებაა: „არაფორმალური განათლებისა და დისტანციური სწავლების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“.

მოსწავლეებმა იდებატეს „კარლ პოპერის დებატების“ მეთოდით. საქართველოს მასშტაბით მონაწილე 20 სკოლიდან მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს შორის ისინიც აღმოჩდნენ. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან მეორე ეტაპის დაწყებას, რომელიც გაიმართება სექტემბერში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203