
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.
საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის კურსდამთავრებული ხატია მოსელიანი.
„ბედნიერი ვარ იმით, რომ პედაგოგები, რომლებიც მასწავლიდნენ, გამორჩეულად ნიჭიერი, ეროვნული, ჰუმანური, საკუთარი საგნის ღრმად მცოდნე და ჩვენზე უზომოდ შეყვარებულები ბრძანდებოდნენ“,-ამბობს ხატია.
იხილეთ ვიდეო