„სკოლა ულოცავს მათ მართლაც საამაყო შედეგებს“ - მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
25-08-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულობს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ მაღალ ქულებს ულოცავს და იმედს გამოთქვამს სტუდენტთა ჩარიცხვის შედეგებიც ასეთივე წარმატებული იქნება მათთვის.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე დასრულდა. მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა: მარიამ ტალახაძემ, ნინო კიკნაძემ, ანა ყურაშვილმა და პაატა ცხადაძემ წარმატებით დაასრულეს მისაღები გამოცდები.
მოლითის საჯარო სკოლა ულოცავს მათ მართლაც საამაყო შედეგებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს. გვჯერა, რომ სტუდენტთა ჩარიცხვის შედეგებიც ასეთივე წარმატებული იქნება და თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტებში მოხვდებით, თქვენსავე არჩეულ ფაკულტეტებზე", - ნათვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს