ღვანკითის საჯარო სკოლა წელს ოქროს მედალზე სამმა მოსწავლემ დაამთავრა
25-08-2020

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლა წარმატებით დაამთავრეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოქროს მედალზე სკოლა სამმა მოსწავლემ დაამთავრა: თათია ქარქაშაძემ, სოფიო პერანიძემ და თეონა კოვზირიძემ. მათ წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდებიც და ელოდებიან ჩარიცხვას უმაღლეს სასწავლებელში.

სკოლის დირექტორი ინეზა ზამთარაძე ამაყობს თავისი მოსწავლეებით და მათ კიდევ  უფრო დიდ წარმატებებს და ბედნიერ ცხოვრებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203