ნოსირის საჯარო სკოლა წარმატებული მოსწავლეებითა და კურსდამთავრებულებით ამაყობს
25-08-2020
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლა ამაყობს წარმატებული მოსწავლეებითა და კურსდამთავრებულებით. სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლესთან ერთად მედალოსანი მოსწავლეებიც ჰყავს.
საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლე - გვანცა ჯანაშიაა, ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები კი გეგენავა თამთა და ოდიშარია ქეთი.
სკოლის დირექტორი მზიური ოდიშარია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ წინსვლას უსურვებენ.