
„სკოლა - ახდენილი სიზმარი“ - ქუთაისის N24 საჯარო სკოლამ მომავალი პირველი კლასების დამრიგებლების - მანანა ხურციძისა და სალომე უგულავას ხელმძღვანელობით ვიდეორგოლი მოამზადა.
„წლები წლებს მისდევს, პატარები ბაღს ემშვიდობებიან და სასკოლო თავგადასავლებისათვის ემზადებიან. ფიქრობენ....ღელავენ....განიცდიაან!! ზოგს მოსაწყენადაც ეჩვენება სკოლაში გასატარებელი წლები, ზოგსაც ცნობისმოყვარეობა იპყრობს.
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექციამ და პედკოლექტივმა სექტემბრის პირველი ზარის დარეკვამდე გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა მომავალ პირველკლასელთა ცნობისმოყვარეობა და გაეცნო მათთვის სასწავლო გარემო.
მომავალი პირველი კლასების დამრიგებლების - მანანა ხურციძისა და სალომე უგულავას ხელმძღვანელობით სკოლამ გადაიღო ვიდეო-რგოლი „სკოლა - ახდენილი სიზმარი!“
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა მოუთმენლად ელის ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ყველა მოსწავლეს მშვიდობიან სასწავლო წელს უსურვებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო