
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის საჯარო სკოლის დირექცია თავის აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს. სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს: ხატია წულაიას, მარიკა რუხაიას და ლიკა წულაიას ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტობის წლებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.