საყდრიონის საჯარო სკოლას წელს 1 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს, 2 მოსწავლე კი წარჩინებით სწავლისთვის პორტატული კომპიუტერით დასაჩუქრდება
25-08-2020

წალკის მუნიციპალიტეტის საყდრიონის საჯარო სკოლა ნინო პაქსაძემ ვერცხლის მედალზე დაამთავრა.

გარდა ამისა, საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს მოსწავლეებმა ცირა მგელაძემ და გიორგი ბერიძემ. ისინი ახალ სასწავლო წელს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.

დირექტორი ირაკლი შავაძე ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203