იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე კუხიანიძე უფროსკლასელთა კონკურსის სუპერფინალში გავიდა
25-08-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „ეს ქვეყანა შენია“ აქტიურად ჩაერთვნენ. თორნიკე კუხიანიძე ერთ-ერთი გამარჯვებულია და ის სუპერფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სკოლის მოსწავლეთა 2020 წლის კონკურსში „ეს ქვეყანა შენია“ იმერეთის რეგიონში გაიმარჯვა ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ: თორნიკე კუხიანიძე-კურატორი პედაგოგი მარინე რუსაძე (მე-6/4 კლ.); დავით სვანიძე-კურატორი პედაგოგი ბელა ხეცურიანი(მე-5 კლ.).

ერთ-ერთი გამარჯვებული, თორნიკე კუხიანიძე კი მონაწილეობას მიიღებს სუპერფინალში, რომელიც გაიმართება შემოდგომაზე.

კონკურსი მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ვულოცავთ გამარჯვებას კონკურსანტებს, თორნიკეს კი წარმატებებს ვუსურვებთ სუპერფინალში!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203